უმარ ნურმაგომედოვი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

როდის დაბრუნდება ნურმაგომედოვი ოქტაგონზე - მწვრთნელის კომენტარი

უმარ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა დაასახელა სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლებს UFC-ს დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონზე დაბრუნებას.

მისი თქმით, ამ დროისთვის უმარი თავს კარგად გრძნობს.

„ის ჩხუბობს და ხელს იყენებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმარი უახლოეს 3-4 თვეში იჩხუბებს. ეს დრო სავსებით საკმარისი იქნება“, - თქვა მენდესმა.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, მერაბ დვალიშვილმა ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

საგულისხმოა, რომ ქართველმა „მანქანამ“ უმარს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან უცნაურია, რაც მოხდა“ | მერაბმა ომალი გააკვირვა და შონმა მანქანა შეაქო
„ძალიან უცნაურია, რაც მოხდა“ | მერაბმა ომალი გააკვირვა და შონმა მანქანა შეაქო