მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, კორი სენდჰეგენი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„უმართან რემატჩი? ჯერ 1-2 ჩხუბი კიდევ მოიგოს“ | დვალიშვილის მწვრთნელი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო რემატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატიტულო ჩხუბამდე რუსმა მებრძოლმა კიდევ 1-2 მეტოქე უნდა დაამარცხოს.

ჯონ ვუდი:

„მერაბი კორი სენდჰეგენს პატივს სცემს და თანახმაა, მას ეჩხუბოს. დვალიშვილი მიიჩნევს, რომ კორიმ სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა. ეს ახალი ოპონენტი და ახალი სახეა. ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს, რატომაც მერაბისა და კორის ჩხუბი არ უნდა ჩაინიშნოს.

დენა უაითის სიტყვები უმართან რემატჩის შესახებ? უმარი ჩემპიონი არ ყოფილა, მან კიდევ 1-2 ჩხუბი უნდა მოიგოს, რის შემდეგაც პრეტენდენტების რიცხვში დაბრუნებას შეძლებს. ახლა ინიციატივა მერაბის მხარესაა და მას არჩევანის უფლება აქვს.

მართალი გითხრათ, ჩვენ პიოტრ იანთან ჩხუბზეც ვართ თანახმა. იანსა და სენდჰეგენს რომ ნომერ პირველი პრეტენდენტის სტატუსისთვის ეჩხუბათ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ თუ UFC-ში ჩათვლიან, რომ მერაბი ორივეს უნდა ეჩხუბოს - არანაირი პრობლემა არაა“.

ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვმა კარიერაში პირველი მარცხი სწორედ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბში იწვნია - UFC 311-ზე გამართულ ჩხუბში „მანქანამ“ უმარი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილმა შონ ომალის მოუგო და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ მერაბისა და უმარის რემატჩის იდეა საინტერესოდ გამოიყურება.

უმარ ნურმაგომედოვის მწვრთნელის, ხავიერ მენდესის განცხადებით, ხელის მოტეხილობის შემდეგ უმარის აღდგენის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის ჩხუბს დაახლოებით 3-4 თვეში შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა
მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა