ასპინალი: ჯონსმა კარიერა დაასრულა
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითმა ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა განაცხადა, რომ ამავე დივიზიონი ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა.
„ხალხი ფიქრობს, რომ ჩემი სიტყვები ხუმრობაა, მაგრამ ეს სიმართლეა - ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა. მე არ ვარ ის, ვინც მედიისთვის შოუს მოაწყობს. რასაც ვამბობ, სიმართლეა. ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი“, - თქვა ჯონსმა.
შეგახსენებთ, რომ ასპინალი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. „ბოუნსი“ მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია, ასპინალი კი დროებით საჩემპიონო ქამარს ფლობს და ის დაიცვა კიდეც.
გეტყვით ასევე, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა.
ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.