დენიელ კორმიე, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

ასპინალთან ჩხუბისგან თავის არიდების გამო, კორმიემ ჯონსი გააკრიტიკა

UFC-ის ექსჩემპიონმა და ლეგენდარულმა მებრძოლმა, ამჟამად კი UFC-ის კომენტატორმა, დენიელ კორმიემ ჯონ ჯონსი გააკრიტიკა.

მიზეზი, რის გამოც მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარულ ჩემპიონს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ, ტომ ასპინალთან ჩხუბისგან თავის არიდებაა.

„ჯერ კიდევ რომ ვჩხუბობდე და ჩემპიონი ვიყო, ხოლო ტომ ასპინალი პრეტენდენტი იყოს, მასთან უკვე ვიჩხუბებდი. იმის გაცნობიერება, რომ ის საშიში მეტოქეა, ორთაბრძოლის სწრაფად ორგანიზების მოტივს მომცემდა. ჯონსი კი მხოლოდ ამის განხილვას განაგრძობს“, - თქვა კორმიემ.

შეგახსენებთ, რომ ასპინალი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. „ბოუნსი“ მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია, ასპინალი კი დროებით საჩემპიონო ქამარს ფლობს და ის დაიცვა კიდეც.

გეტყვით ასევე, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა.

ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან უცნაურია, რაც მოხდა“ | მერაბმა ომალი გააკვირვა და შონმა მანქანა შეაქო
„ძალიან უცნაურია, რაც მოხდა“ | მერაბმა ომალი გააკვირვა და შონმა მანქანა შეაქო