პიმბლეტი: ჯონსს ტიტული ახლავე უნდა ჩამოართვან
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი მიიჩნევს, რომ მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარულ ჩემპიონი, ჯონ ჯონს ტიტული უნდა ჩამოართვან.
„ფაქტია, რომ ტომ ასპინალი საუკეთესო მძიმეწონოსანია მსოფლიოში. ამავე სიტუაციაში სხვას უკვე ტიტულს დიდი ხნის წინ ჩამოართმევდნენ - ჯონსს ტიტული ახლავე უნდა ჩამოართვან. ის ფაქტი, რომ ჯონი ტომთან საჩხუბრად არ გამოდის, MMA-ს ყველა გულშემატკივრის ღალატია“, - თქვა „ბედიმ“ თავის იუთუბ-არხზე.
შეგახსენებთ, რომ ასპინალი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. „ბოუნსი“ მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია, ასპინალი კი დროებით საჩემპიონო ქამარს ფლობს და ის დაიცვა კიდეც.
გეტყვით ასევე, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა. ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.