ოფიციალურად | ტოტენჰემს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ევროპა ლიგის მოქმედ ჩემპიონს, „ტოტენჰემს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ენჯ პოსტეკოგლუმ „დეზებთან“ ერთად ტიტული მოიპოვა, მაგრამ მისი გაშვება გადაწყდა და ლონდონელები ტომას ფრანკს ჩააბარეს.
„მოხარული ვართ, ტომას ფრანკის დანიშვნა გამოვაცხადოთ. ის ჩვენი მთავარი მწვრთნელი 2028 წლამდე იქნება. კეთილი იყოს ტომას, შენი მობრძანება“, - ნათქვამია „ტოტენჰემის“ ოფიციალურ განცხადებაში.
We are delighted to announce the appointment of Thomas Frank as our new Head Coach on a contract that runs until 2028.
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) June 12, 2025
Welcome, Thomas! ????
ფრანკს პრემიერ ლიგაში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. 2016 წელს, ის „ბრენტფორდში“ დაინიშნა და „ფუტკრები“ ჩემპიონშიპის გუნდიდან პრემიერ ლიგის კონკურენტუნარიან წარმომადგენელად აქცია. ფრანკის „ბრენტფორდმა“ გასული სეზონი მეათე ადგილზე დაასრულა და 56 ქულა დააგროვა.
ცნობისთვის, პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონი „ტოტენჰემისთვის“ კატასტროფა იყო. „დეზებმა“ 38 ქულა აიღეს და მე-17 პოზიცია დაიკავეს. ლონდონელებმა ევროპა ლიგა კი მოიგეს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა ცვლილებების გატარება გადაწყვიტეს.