კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

ოფიციალურად | კევინ დე ბრუინი ნაპოლის ფეხბურთელია

კევინ დე ბრუინი „ნაპოლის“ ფეხბურთელია. სერია A-ს მოქმედმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და ბელგიელი ნახევარმცველის გაფორმება ოფიციალურად გამოაცხადა.

„კეიდიბი“ „ნაპოლისთან“ 2 წელზე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი. დე ბრუინი „პარტენოპეის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და მისი წასვლით გაჩენილ სიცარიელეს „სიტი“ რაიან შერკით შეავსებს, ვისი ტრანსფერიც უკვე დაადასტურა.

გეტყვით იმასაც, რომ იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს თქმით, პირველი ორი სეზონის განმავლობაში დე ბრუინი წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს, მესამე წელს კი ოდნავ ნაკლებს. ამ პირობებმა ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილით ლიგა 1-ის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
დავითაშვილით ლიგა 1-ის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა