მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, კოდი გარბრანდტი
Aa
Aa

„მოწევა არ უნდა შეეწყვიტა“ | გარბრანდტმა ომალის დასცინა

UFC 316-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო დაპირისპირება იყო. ქართველმა მებრძოლმა დომინანტური გამოსვლა აჩვენა, მახრჩობელა ილეთით იმარჯვა და ტიტული მეორედ დაიცვა.

„შუგასა“ და „მანქანის“ ორთაბრძოლაზე ბევრმა ცნობილმა მებრძოლმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. დვალიშვილის გამარჯვებაზე კოდი გარბრანდტსაც ჰკითხეს. UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ომალის დასცინა და განაცხადა, რომ მას მარიხუანის მოწევა უნდა გაეგრძელებინა.

„ომალის მარიხუანის მოწევა უნდა გაეგრძელებინა, რადგან მერაბთან ჩხუბში საშინლად გამოიყურებოდა. ზოგჯერ, წაგების შემდეგ, ცდილობ, საკუთარი თავი ახლიდან იპოვო. ომალისაც ეს მოუვიდა. რეალურად, ყველამ იცის, რას წარმოადგენს და მიზნის მისაღწევად რა არის საჭირო. ერთადერთი, რაც გჭირდება, ისაა, გახსოვდეს, აქ როგორ მოხვდი და რა გზა გამოიარა“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილთან ჩხუბამდე, ომალიმ განაცხადა, რომ ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მარიხუანის მოწევას თავი დაანება. გარბრანდტმა სწორედ ამ თემაზე იხუმრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასე ტატოს ჯგუფში, ბექაური მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ | ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი
კასე ტატოს ჯგუფში, ბექაური მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ | ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი