გაბრიელ სიგუა, ვასილიოს გორდეზიანი
Aa
Aa

ასეთი მომენტები უნდა გამოიყენო და შეაგდო | გორდეზიანი გამარჯვებით ბედნიერია

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო, რამაზ სვანაძის გუნდმა დრამატულ შეხვედრაში პოლონეთს აჯობა (იხილეთ ვრცლად).

გამარჯვების გოლის ავტორმა ვასილიოს გორდეზიანმა მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

ვასილიოს გორდეზიანი: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. დიდი ემოციაა, ეს პირველი მატჩია ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე. ყველა მატჩში ასე უნდა ვითამაშოთ.

სტადიონზე უფრო მეტ ქართველ ქომაგს ველოდები. ძალიან კარგია, რომ ჩვენთან ერთად არიან.

რაც შეეხება გამარჯვების გოლის, პრესინგზე ვთამაშობდით, ასეთი მომენტები უნდა გამოიყენო და შეაგდო.

ჩვენ ნამდვილად ერთი ოჯახი ვართ, ბიჭები ძალიან დამეხმარნენ. ქართული ასე კარგად არ ვიცოდი, ნელ-ნელა ვისწავლე და ძალიან ბედნიერი ვარ’’.

გაბრიელ სიგუა: „ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო, ვაგრძელებთ დარჩენილი ორი თამაშისთვის მომზადებას. ვეცდებით დარჩენილ ორ თამაშში მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ, ჯერ არაფერი დამთავრებულა, კარგ სიტუაციაში ვართ, ყველაფერი ჩვენს ხელშია.

ეს გამარჯვება მეტ მოტივაციას და იმედს გვაძლევს, გვჯერა ერთმანეთის, რომ მივაღწევთ მიზანს და ჯგუფურ ეტაპს გადავლახავთ''.

C ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალია-საფრანგეთი 0:0 დასრულდა. ასე რომ პირველი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ლიდერია. მეორე ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კვლავ ჟილინაში ითამაშებს, მეტოქე საფრანგეთი იქნება, ორივე შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება.

დიმა შარიქაძე ჟილინადან კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება მხოლოდ ჩემმა მომენტმა არ განაპირობა | ხარატიშვილის შეფასება
გამარჯვება მხოლოდ ჩემმა მომენტმა არ განაპირობა | ხარატიშვილის შეფასება