ომალის სურს, რომ ოქტაგონზე დეკემბერში დაბრუნდეს
მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ, შონ ომალიმ განაცხადა, რომ ოქტაგონზე დაბრუნება დეკემბერში სურს.
„შუგა“ მიიჩნევს, რომ სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში სიტუაცია უახლოეს თვეებში გაირკვევა.
„ვნახოთ, ყველაფერი როგორ განვითარდება. ვფიქრობ, რომ დეკემბერი ოქტაგონზე ჩემს დასაბრუნებლად შესაფერისი დროა“, - თქვა ომალიმ თავის იუთუბ-არხზე.
როგორც მოგეხსენებათ, „მანქანამ“ სატიტულო ჩხუბში პირველი ფინიში გაიფორმა და ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.