„ბევრს ლაპარაკობ“ | რა მოხდა მესისა და ხამეს როდრიგესს შორის
სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე, არგენტინის ეროვნული ნაკრები კოლუმბიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და მატჩის მიმდინარეობისას, ლიონელ მესისა და ხამეს როდრიგესს შელაპარაკება მოუვიდათ.
Tyc Sports-ის მიხედვით, ახლახან, ხამესმა 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კოლუმბიამ წარმატებას გარე ფაქტორების გამო ვერ მიაღწია. მისი თქმით, მთავარმა არბიტრმა „ალბისელესტეს“ სასარგებლოდ იმოქმედა და არგენტინელთა კარში პენალტები არ დანიშნა.
მესისა და ხამესის შელაპარაკება სწორედ ამის გამო დაიწყო. თავდაპირველად, ხამესი გაკვირვებული იყო და „ლა პულგას“ უთხრა: „არაფერი მითქვამს“. ამაზე კი მესიმ უპასუხა: „კი, კი, თქვი. თქვი, რომ ფინალში მსაჯი დაგვეხმარა. ბევრს ლაპარაკობ“.
???????? "VOS DIJISTE QUE NOS HABÍAN AYUDADO EN LA FINAL, HABLÁS MUCHO”
— TyC Sports (@TyCSports) June 11, 2025
El tenso cruce entre Lionel Messi y James Rodríguez. #EliminatoriasEnTyCSports pic.twitter.com/QGexwSrQm6
ცნობისთვის, არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებების მატჩში, სტუმრები ლუის დიასის ეფექტური გოლით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში ენცო ფერნანდესმა „ალბისელესტე“ რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა, თუმცა მატჩის მიწურულს ლიონელ სკალონის გუნდმა ანგარიში მაინც გაათანაბრა - გოლი ტიაგო ალმადას ანგარიშზეა. ფინალს რაც შეეხება, 2024 წლის კოპა ამერიკის გადამწყვეტი შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, დამატებით ტაიმში კი არგენტინამ ლაუტარო მარტინესის გოლით მოიგო.