ნასერ ალ ხელაიფი, კილიან მბაპე
Aa
Aa

„არ ვნანობ, რომ წავიდა“ | ალ-ხელაიფი მბაპეზე

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხზე სტუმრობისას პარიზელთა ყოფილ ფორვარდზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს.

„მბაპეს წასვლის გამო არ ვნანობ. მადლობა მას, მესის, ნეიმარს, ზლატანს - ყველა მათგანმა კლუბისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. წელს, კილიანის გარეშე, იღბალი ჩვენ მხარეს იყო, მაგრამ მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ „რეალში“, თუკი ისინი ჩვენი მეტოქეები არ იქნებიან“.


შეგახსენებთ, რომ პარიზულ გრანდში გატარებული 7 სეზონის შემდეგ მბაპემ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, შემდეგ კი მადრიდის „რეალს“ შეუერთდა.

სამეფო კლუბში პირველ სეზონში მბაპემ 56 მატჩში 43 გოლი გაიტანა და „ოქროს ბუცი“ მოიგო, ხოლო პარიზელებმა ტრიუმფალური სეზონი ჩაატარეს და საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

მბაპემ ყოფილ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება სოციალურ ქსელებში მიულოცა, რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ „გუნდიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც არ ნანობს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები | Goal-ის რეიტინგში პირველი პსჟ-ია
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები | Goal-ის რეიტინგში პირველი პსჟ-ია