შერმადინის 3 ქულა - ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალის პირველ მატჩში, გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ვალენსიასთან“ დამარცხდა. შეხვედრა ანგარიშით 65:83 დამარცხდა.
ქართველმა ვეტერანმა კალათბურთელმა პარკეტზე 18:17 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ 3 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
„ტენერიფეს“ შემადგენლობაში საუკეთესო მარსელო უერტასი იყო, რომელმაც 18 ქულას და 5 ასისტს მოუყარა თავი.
გუნდები მეორე შეხვედრას 12 ივნისს, 23:15 საათზე გამართავენ.