გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 13 ქულა - ტენერიფე ACB ლიგის ნახევარფინალში გავიდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფის სტადიაზე, მეოთხედფინალში ტენერიფე ბადალონას ესტუმრა და მარტივად 80:60 დაამარცხა. გიორგი შერმადინის გუნდმა ბადალონას მეორე მატჩი მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

როგორც ყოველთვის, გიორგი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და პარკეტზე არასრული 28 წუთი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა 13 ქულას, 7 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ვეტერანმა კალათბურთელმა 8-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 6 აღმოჩნდა. 7 მოხსნიდან კი უკლებლივ ყველა საკუთარ ფარზე შეასრულა. დარჩენილი ერთი ქულა კი საჯარიმო ტყორცნით დააგროვა.

ცნობისთვის, ლაგუნა ტენერიფე ნახევარფინალურ სტადიაზე ვალენსიასა და გრან კანარიას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები