მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი სამშობლოშია. ქართველ მებრძოლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
„მანქანასთან“ ერთად, საქართველოში ჩამოვიდნენ ასევე მისი მწვრთნელი, ჯონ ვუდი და ცნობილი ინფლუენსერი, ნინა დრამა.
მერაბი ამ წუთებში აეროპორტიდან რიყის პარკისკენ მიემართება, სადაც თავის გულშემატკივრებს შეხვდება.
დვალიშვილი სამშობლოში 1 კვირა დარჩება, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ სატიტულო ჩხუბში პირველი ფინიში გაიფორმა და შონ ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.