ოქროს ბურთის ჯილდო | ნომინანტებს აგვისტოში დაასახელებენ, ცერემონია - სექტემბერშია
France Football-მა დაასახელა თარიღი, როდესაც „ოქროს ბურთის“ პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტებს დაასახელებს. ასევე, ცნობილი გახდა ცერემონიის გამართვის თარიღი, რომელსაც პარიზი უმასპინძლებს.
France Football-ი ნომინანტებს 7 აგვისტოს დაასახელებს 30 ფეხბურთელს გამოარჩევს. დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება და „ოქროს ბურთის“ მფლობელის გარდა, გავიგებთ საუკეთესო ახალგაზრდის, საუკეთესო მეკარის, საუკეთესო მეკარისა და საუკეთესო მწვრთნელის ვინაობას (როგორც ქალთა, ისე კაცთა ფეხბურთელებს შორის).
ცნობისთვის, გამოკითხვაში მონაწილეობას ფიფა-ს რეიტინგის ტოპ 100 ქვეყნის წარმომადგენელი ჟურნალისტები მიიღებენ. მათ თავიანთი ტოპ 10 უნდა შეადგინონ და ადგილების მიხედვით, ფეხბურთელებს ქულები მიეკუთვნებათ.
ცნობისთვის, უცხოური გამოცემები მთავარ ფავორიტად უსმან დემბელეს ასახელებენ. მეორე ადგილზე ლამინ იამალი იმყოფება. „ბარსელონას“ ფეხბურთელს მისი თანაგუნდელი, რაფინია მოსდევს, მეოთხე ადგილზე მოჰამედ სალაჰია, მეხუთე - ნუნუ მენდეში, მეექვსე - დეზირე დუე, მეშვიდე - ხვიჩა კვარაცხელია.