საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძე მთავარი სამიზნეა, მაგრამ დაბრკოლება გაჩნდა | კალიარის გეგმები

„კალიარი“ დაცვის ხაზის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს და სარდინიელთა მთავარი სამიზნე საბა გოგლიჩიძეა. „კალიარის“ ინტერესზე რამდენიმე დღეა რეგულარულად იწერება, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ვითარება შეიცვალა.

Calciomercato იუწყება, რომ გოგლიჩიძე კვლავინდებურად სარდინიელთა სიის სათავეშია, თუმცა „ემპოლის“ მიერ მოთხოვნილი თანხა ყველაფერს ართულებს. ტოსკანელებს საბას სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს მიღება სურთ, რის საშუალებაც „კალიარის“ არ აქვს.

Calciomercato აცხადებს, რომ „ემპოლი“ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რის გამოც სარდინიელები ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთნენ. მათი ყურადღება ვიქტორ ნელსონმა მიიქცია, რომელიც „გალათასარაის“ დატოვებაზეა ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ წარსულში გოგლიჩიძე „პარმას’, „სასუოლოსა“ და „ბოლონიას“ დაუკავშირეს. საბას „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს
„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს