გარი ლინეკერი, ლუის ნაზარიო რონალდო
Aa
Aa

„რონალდოზე განსაკუთრებით მწყდება გული“ - ლინეკერმა საუკეთესოები დაასახელა

ვეტერანი ფეხბურთელების სხვადასხვა ტელევიზიებში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობა მიღებული პრაქტიკაა და უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმეტესობა იმდენად საინტერესო ანალიზს აკეთებს, რომ თავად მოქმედი მოთამაშეებიც ბევრ რჩევას ითვალისწინებენ. ზოგს შენიშვნები სწყინს, ნაწილს შექება დამატებით მოტივაციას აძლევს და ეს ყველაფერი სპორტის ნომერ პირველ სახეობას დამატებით ელფერს სძენს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი, რომელმაც შეკითხვაზე, ვინ შედიან მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ხუთ მოთამაშეს შორის, საინტერესო პასუხი გასცა.

გარი ლინეკერი

რომ არა უმძიმესი ტრავმები, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ბრაზილიელი რონალდო აუცილებლად იბრძოლებდა. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს შემაფერხებელი ფაქტორები, რის გამოც ბევრი საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს. წარმოიდგინეთ, ლუის ნაზარიო იმდენად ნიჭიერი გახლდათ, რომ ტრავმის გამო 3.5-წლიანი პაუზის მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ხუთეულს არ ვიტყვი, ყველა დროის ოთხ საუკეთესო ჩამოვთვლი და „ფენომენთან“ ერთად, პელეს, დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის დავასახელებდი.

გარი ლინეკერს საკლუბო დონეზე „ბარსელონასთან“ ერთად კოპა დელ რეი (1988) და თასების მფლობელთა თასი (1989), ხოლო „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში ქვეყნის ასოციაციის თასი (1991) აქვს მოგებული. ინგლისის ნაკრების რიგებში გამართულ 80 შეხვედრაში კი თავი 48 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ გოლის გასატანად იყო გამოსული“ - ლინეკერი ქართველებთან რონალდუს თამაშზე
„მხოლოდ გოლის გასატანად იყო გამოსული“ - ლინეკერი ქართველებთან რონალდუს თამაშზე