ლიონელ მესი
Aa
Aa

ლიონელ მესი MLS-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

„ინტერ მაიამის“ სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი, MLS-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 38 წლის არგენტინელმა ეს ჯილდო კარიერაში მეოთხედ, ხოლო მიმდინარე სეზონში მეორედ მოიგო.

„ლა პულგამ“ ივლისში 5 შეხვედრა გამართა და მის ანგარიშზე 8 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. მესიმ „მონრეალის“, „ნიუ ინგლენდ რევოლუშენისა“ და „ნეშვილის წინააღმდეგ ზედიზედ სამი დუბლი მიითვალა. „ცინცინატისთან“ მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა, „ნიუ იორკ რედ ბულსთან“ კი თავი კიდევ ერთი დუბლით გამოიჩინა.

ცნობისთვის, „ინტერ მაიამის“ 42 ქულა აქვს და MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე პოზიციას იკავებს. „ლა პულგას“ გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 აგვისტოს გამართავს და „ორლანდო სითის“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს
„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს