ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„მახაჩევი ბელალის საუკეთესო ვერსიაა“ - მადალენას ისლამისთვის ვოლკანოვსკი მოამზადებს

UFC-ის ხელმძღვანელებს ჯერჯერობით ბრძოლის თარიღი არ ჩაუნიშნავთ, თუმცა უკვე ყველამ კარგად იცის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ჯეკ დელა მადალენა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ბელალ მუჰამადი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, Pound for pound-ის რეიტინგის ლიდერთან ისლამ მახაჩევთან დაიცავს. მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით და ისლამის პლუს-მინუსებზე მადალენამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და მზადების გეგმაზე დეტალურად ისაუბრა.

რას ამბობს მადალენა

მაქვს უდიდესი სურვილი მახაჩევთან ჩხუბისთვის ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ერთად მოვემზადო. უახლოეს დღეებში ქალაქ ვულონგონგში გავემგზავრები, სადაც ალექსს შეხვდები და ამის თაობაზე მის აზრს გავიგებ. ვფიქრობ, ისლამი ბელალ მუჰამადის გაუმჯობესებული ვერსიაა. მისთვის ფეხებში დარტყმების მიყენება უფრო ადვილი იქნება, რადგან საკმაოდ დიდია და ნაკლებს მოძრაობს. ის უფრო ტრადიციულ სტილში ჩხუბს ამჯობინებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესი მეტოქეა.

უნდა ვუყურო კიდევ ერთხელ ისლამის ყველა ბრძოლას და მოსამზადებლად საუკეთესო გეგმა შევადგინო. ამ მომენტიდან მე მთლიანად გადართული ვარ მახაჩევთან დაპირისპირებისთვის მომზადებაზე და მის დასამარცხებლად არაფერს დავიშურებ, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ჩემს ძალებს არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ იმ ალექსანდრ ვოლკანოვსკის, რომელთან ერთადაც ისლამთან ბრძოლისთვის მომზადებას ჯეკ დელა მადალენა გეგმავს, მახაჩევი ორჯერ შეხვდა და პირველად მსაჯების გადაწყვეტილებით, მეორედ კი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია, ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი - ისლამისთვის სულ ერთი იყო“ - მახაჩევის მწვრთნელი
„თოფურია, ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი - ისლამისთვის სულ ერთი იყო“ - მახაჩევის მწვრთნელი