მერაბ დვალიშვილი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„ისეთი ტრავმებით უჩხუბია, მოტეხილი თითი არაფერია“ | მერაბის მწვრთნელის კომენტარი

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა Submission Radio-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. ვუდს „მანქანის“ ვიდეოზეც ჰკითხეს, რომელშიც ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ სპარინგისას ფეხის თითი მოიტეხა.

„მერაბი სოციალურ ქსელში არასდროს გაავრცელებს ისეთი ტრავმის ამსახველ კადრებს, რომლის გამოც, შეიძლება, ჩხუბს ჩაეხსნას. თუ რაიმე დაზიანების ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვა, ე.ი საქმე არც ისე ცუდადაა და ტკივილი ძალიან არ აწუხებს. მჯერა, რომ თითი მოიტეხა, მაგრამ მოსამზადებელი კემპებისას, ჯანმრთელობის პრობლემები ყველა მებრძოლს ექმნება. უბრალოდ, მერაბს სხვებზე მეტად უყვარს, დაზიანებების ამსახველი კადრების გამოქვეყნება, სულ ესაა.

რა თქმა უნდა, ყველა მებრძოლს უნდა, ჩხუბს ტრავმის გარეშე შეხვდეს, მაგრამ ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მოტეხილი თითი არაფერია იმასთან შედარებით, რა ტრავმების ფონზეც დვალიშვილს უჩხუბია. უმარ ნურმაგომედოვთან ორთაბრძოლამდე, რაც სჭირდა, ყველამ იცით. ამ თემაზე მერაბსაც უსაუბრია, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც დვალიშვილი არ ლაპარაკობს.

მერაბის კარიერაში ყოფილა მნიშვნელოვანი ბრძოლები, რომლებიც სერიოზული ტრავმებით ჩაუტარებია. საუბარი მაქვს, მოტეხილ ნეკნზე, ზურგის პრობლემებზე და ა.შ. რაც არ უნდა მოხდეს, დვალიშვილი ოქტაგონზე გავა და საქმეს ბოლომდე მიიყვანს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გორაკიდან ისე ეშვება, ეტყობა, რომ მოტეხილი თითი ნამდვილად არ აწუხებს. „მანქანას“ ოქტაგონზე თბილისის დროით, 8 ივნისს ვიხილავთ და ის შონ ომალის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც მედალი, არც ბონუსი | კვარაცხელია ნაპოლისგან ვერაფერს მიიღებს
არც მედალი, არც ბონუსი | კვარაცხელია ნაპოლისგან ვერაფერს მიიღებს