ილია თოფურია, ჯო როგანი
Aa
Aa

„მერაბი ცხოველია, არ ვიცი ომალი როგორ გააჩერებს“ | ჯო როგანის კომენტარი

UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. როგანის თქმით, „შუგას“ დვალიშვილთან გამკლავება გაუჭირდება, რადგან მერაბი ზეადამიანია და მისნაირი კარდიო არავის აქვს.

„ომალისა და დვალიშვილის ორთაბრძოლა ძალიან საინტერესო ჩხუბია. მაგარი სანახაობა გველოდება და არ ვიცი, შუგა როგორ აპირებს, დვალიშვილი მოიშოროს. მერაბი ნამდვილი ცხოველია. ზეადამიანია და მისნაირი არავინაა. არანორმალური კარდიო აქვს და ამის მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს.

დვალიშვილი უბრალოდ არ იღლება. მისი ავზი ყოველთვის სავსეა და მთელი ჩხუბის განმავლობაში, მუხრუჭს ერთი წამითაც არ იყენებს. მერაბი მეტოქეებს ანადგურებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. უმარ ნურმაგომედოვის მაგალითი აიღეთ. ისიც ცხოველია, მაგრამ დვალიშვილის ტემპს მაინც ვერ გაუმკლავდა. მერაბი გიჟია“.

როგორც მოგეხსენებათ, დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი სწორედ ომალის დამარცხებით დაისაკუთრა. მერაბმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და შემდეგ ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა. მისი და „შუგას“ მეორე დაპირისპირება UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც მედალი, არც ბონუსი | კვარაცხელია ნაპოლისგან ვერაფერს მიიღებს
არც მედალი, არც ბონუსი | კვარაცხელია ნაპოლისგან ვერაფერს მიიღებს