ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„საკუთარ სტილს ვუღალატე და წავაგე“ - ბელალმა დუმილი დაარღვია

ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრის დაკარგვის შემდეგ, ბელალ მუჰამადი მედიის წარმომადგენლებთან გამოჩენას მაქსიმალურად ერიდებოდა, რადგან როგორც ჩანს, თავის მართლების რეჟიმში ყოფნის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. თუმცა რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ, პალესტინელმა მებრძოლმა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული ჯეკ დელა მადალენასთან მარცხის შემდეგ დათმო, ყველაფრის ცივ გონებაზე გაანალიზების შემდეგ, ავსტრალიელთან ჩატარებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და მარცხი აღიარა.

ბელალ მუჰამადი

ვაღიარებ, რომ ბრძოლამდე ჩემი გეგმა ჯეკის საბმიშენით დამარცხება იყო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მასთან დგომში ხელჩართული კრივი გავმართე. ვაღიარებ, ეს ჩემი ბრალია - დგომში ჩხუბის უნარებზე ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ამაშიც დიდ წინააღმდეგობას გავუწევდი, რაშიც როგორც შემდგომში გამოჩნდა, მწარედ შევცდი.

ფაქტია, რომ დამსახურებულად დავმარცხდი, მაგრამ ბოლომდე დელა მადალენას პირისპირ ვიდექი, ხალხს კი რაც უნდა ის ილაპარაკოს. ფაქტია, ბრძოლის მიმდინარეობისას, საკუთარ სტილს ვუღალატე და ახლა ამ ტვირთის ტარება მომიწევს. ყველაფერი ერთ რაუნდში განვითარებულმა მოვლენებმა გადაწყვიტა და სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, სრულიად შესაძლებელია მსაჯების სიმპათიები ჩემს მხარეს გადმოსულიყო.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ დელა მადალენას უახლოეს მომავალში საჩემპიონო ქამრის დაცვა მოუწევს და უკვე გადაწყვეტილია, რომ მისი მეტოქე მსუბუქი წონითი დივიზიონიდან ამოსული ისლამ მახაჩევი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შონს ძლიერი მეტოქეები არ ჰყოლია, ქამრისთვის მე უნდა მეჩხუბა“ - კორი სენდჰეგენი
„შონს ძლიერი მეტოქეები არ ჰყოლია, ქამრისთვის მე უნდა მეჩხუბა“ - კორი სენდჰეგენი