მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

წაგება განათებას დააბრალა | შონ ომალის მწვრთნელის უცნაური მიზეზი

შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა მერაბ დვალიშვილთან წაგებულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. „მანქანისა“ და „შუგას“ ჩხუბი ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ გაიმართა და უელჩმა ომალის წაგება სწორედ აღნიშნულ არენას დაუკავშირა.

„დვალიშვილისა და ომალის ორთაბრძოლის გამეორებას ბევრჯერ ვუყურე. ჩხუბისას, უამრავი მომენტი იყო, როდესაც შონის დარტყმები მიზანს ძალიან, ძალიან მცირე მანძილით ასცდა. მერაბს ეს დარტყმები რომ მოხვედროდა, ჩხუბის სცენარი რადიკალურად შეიცვლებოდა და ვფიქრობ, ეს სფეროსა და განათების ბრალია.

ჩემი აზრით, ეს წაგება უნდა მომხდარიყო. დვალიშვილთან მარცხის წყალობით, როგორც ადამიანები, ახალ დონეზე გადავედით და მიმაჩნია, რომ წაგება ჩვენთვის ძალიან კარგი იყო“.

საინტერესოა, რომ უელჩმა დვალიშვილის მისამართით საქებარი სიტყვებიც გამოიყენა და განაცხადა, რომ მერაბი ყველა დროის საუკეთესო სუპერ მსუბუქწონოსანი მებრძოლია. იგი ერთადერთია, რომელმაც მიყოლებით ჩემპიონები დაამარცხა და რთულია, არგუმენტები მოიყვანო, რომლებიც საპირისპიროს დაამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როლან გაროსი - ბასილაშვილი კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა
როლან გაროსი - ბასილაშვილი კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა