თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„გინება და ერთი ამბავი იყო...“ - რატომ დატოვა ქეცბაიამ ოლიმპიაკოსი?

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ Crystalsport-ის Youtube-არხზე, პროექტ „მეფესავით პოდკასტი“-ში სტუმრობისას „ოლიმპიაკოსში“ მუშაობის პერიოდი გაიხსენა და გუნდიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

რას ამბობს თემურ ქეცბაია:

„რა იყო „ოლიმპიაკოსიდან“ წამოსვლის მიზეზი? სანამ ამ გუნდში წავიდოდი, წინა სეზონში „ანორთოსისით“ გამოვაგდეთ ჩემპიონთა ლიგიდან. სახლში 3:0 მოვუგეთ... როდესაც იქ ჩავედით, აეროპორტიდან სასტუმროში ავტობუსით მივდიოდით და გზაზე 100 მოტოციკლეტი დაგვხვდა. გადმოხტნენ ამ მოტოციკლეტებიდან და წამოვიდნენ ჩვენკენ... გინება და ერთი ამბები იყო... მე ვიჯექი და მეცინებოდა... მხოლოდ ეს არ ყოფილა... იცოდნენ, რომ ადრე აეკ-ში ვთამაშობდი და „ოლიმპიაკოსში“ გადასვლაზე უარი ვთქვი... მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ კვიპროსის გუნდმა გამოაგდო ჩემპიონთა ლიგიდან...“

„როდესაც „ოლიმპიაკოსის“ მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, პირველივე დღიდან ჟურნალისტების და გულშემატკივრების დამოკიდებულება არ მომეწონა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 თამაში მოვიგეთ ისე, რომ გოლიც არ გაგვიშვია, ლიგაზე გავედით, ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ... მაგრამ ვატყობდი, რომ კარგი სიტუაცია არ იყო... პრეზიდენტთან დავსხედით და დავილაპარაკეთ. ის კაცი ყველანაირად დამიდგა გვერდში, არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ სხვა შანსი აღარ იყო. საბოლოოდ, წამოვედი გუნდიდან და მეორე დღეს საქართველოს ნაკრებიდან დამირეკეს, მესამე დღეს უკვე თბილისში ვიყავი“.

თემურ ქეცბაია „ოლიმპიაკოსის“ მთავარ მწვრთნელად 2009 წელს დაინიშნა, თუმცა გუნდი რამდენიმე კვირაში დატოვა და მალევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა.

სრული ეპიზოდი:

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნერვებზე ვიყავი და რობსონს ტელეფონი ვესროლე | ქეცბაიამ ინგლისური ამბები გაიხსენა
ნერვებზე ვიყავი და რობსონს ტელეფონი ვესროლე | ქეცბაიამ ინგლისური ამბები გაიხსენა