თემურ ქეცბაია, თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

„ძალიან დამწყდა გული, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა“ - ქეცბაიამ ოქრიაშვილზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ Crystalsport-ის Youtube-არხზე, პროექტ „მეფესავით პოდკასტი“-ში სტუმრობისას თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ ისაუბრა და მისი „ანორთოსისიდან“ „აპოელში“ გადასვლაც გაიხსენა.

რას ამბობს ქეცბაია:

„ძალიან დამწყდა გული, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოქრი გუნდთან ერთად არ იყო. სადმე კარგად რომ ეთამაშა და კარგ ფორმაში ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, გერმანიაში წავიდოდა“.

„ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ვარჯიშზე თუ თამაშზე მისგან არასდროს მინახავს აგდებული დამოკიდებულება, ყოველთვის მოტივირებული იყო და ბოლომდე იხარჯებოდა. „ანორთოსისში“ ორი წლის განმავლობაში მყავდა და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა, თასიც მოვიგეთ“.

„როდესაც აპოელში გადავიდა, ჩემი მხრიდან წყენა არ ყოფილა. კონტრაქტი ეწურებოდა და ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ. მაგრამ ჩვენი შეთავაზება აპოელის წინადადებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ამიტომ ვუთხარი, რომ ისე მოქცეულიყო, როგორც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. საბოლოოდ, წასვლა გადაწყვიტა და მასთან ერთად ბუბა დაუშვილიც წავიდა. სამწუხაროდ, იმ გუნდში კარგი მდგომარეობა არ დახვდა... ხელფასებს თვეობით უგვიანებდნენ და სხვა პრობლემებიც იყო... ოქრი ამ ყველაფერს ვერ შეეგუა და მალევე წამოვიდა“.

თორნიკე ოქრიაშვილი ფამაგუსტას „ანორთოსისში“ 1919-2021 წლებში თამაშობდა და 34 ჩატარებულ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. 33 წლის ფეხბურთელი „აპოელში“ 2021 წელს გადავიდა და კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. თორნიკე ოქრიაშვილი ამჟამად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ „გაგრას“ ღირსებას იცავს.

სრული ეპიზოდი:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გინება და ერთი ამბავი იყო...“ - რატომ დატოვა ქეცბაიამ ოლიმპიაკოსი?
„გინება და ერთი ამბავი იყო...“ - რატომ დატოვა ქეცბაიამ ოლიმპიაკოსი?