„მუდმივად ვეგანური საჭმლის ჭამას მაიძულებდა“ - მარეიმ ჯოკოვიჩზე იხუმრა
ყოფილმა ინგლისელმა ჩოგბურთელმა, ენდი მარეიმ იმ პერიოდზე ილაპარაკა, როდესაც ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი იყო.
მან სერბ ჩოგბურთელთან თანამშრომლობას არაჩვეულებრივი თავგადასავალი უწოდა.
„ჩვენ ორივემ გადავწყვიტეთ, რომ დამშვიდობების დრო მოვიდა. ნოვაკი არაჩვეულებრივი ადამიანია. ერთადერთი, რაც არ მომენატრება მასთან ერთად, ეს საჭმელია. ის მუდმივად ვეგანური საჭმლის ჭამას მაიძულებდა. მეგობარო, არ მინდა ბუტერბროდები ჰაერისგან და მუხუდო ყველა კვებაზე“, - თქვა მარეიმ.
შეგახსენებთ, 2024 წლის ნოემბერში, ნოლემ თქვა, რომ მარეი მის გუნდშია და ისინი ავსტრალიის ღია პირველობის დასრულებამდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
რაც შეეხება თავად მარეის, მან კარიერა 2024 წელს, პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, 37 წლის ასაკში დაასრულა.