გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

„ერთად უნდა გვეთამაშა და კონკურენტები გაგვხადეს“ - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

„ლიონის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ლაკაზეტმა „ლიონის“ ოფიციალურ არხთან ინტერვიუს დროს გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელთან მიმართებით ერთ რამეს ნანობს.

რა თქვა ლაკაზეტმა:

„ჟორჟი ნამდვილად კარგი ბიჭი და ძლიერი ფეხბურთელია. როდესაც გუნდში მოვიდა, ამ სეზონში ერთად, წყვილში უნდა გვეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ, ეს არ მოხდა. ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები გაგვხადეს, იმის მიუხედავად, რომ ეს თავდაპირველად დაგეგმილი საერთოდ არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად უფრო უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო“.

მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლაკაზეტმა „ლიონის“ მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა, მას გიორგი მიქაუტაძეც დაემშვიდობა. „ბომბარდირმა“ ფრანგ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში მიმართა.

„ერთად ბევრი არ გვითამაშია, მაგრამ შენგან ბევრი რამ ვისწავლე. მადლობა, ალექსანდრ ლაკაზეტ!“ - დაწერა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, ალექსანდრ ლაკაზეტი „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. 2017 წლამდე ფრანგი შემტევი „ლიონის“ ღირსებას იცავდა, შემდეგ კი „არსენალში“ გადავიდა, სადაც 2022 წლამდე თამაშობდა. ამავე წლის ზაფხულში ლაკაზეტი კვლავ „ლიონში“ დაბრუნდა და ფრაგნული გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრა გასულ უქმეებზე ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ მეკარე ლივერპულში მიდის“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე
„ტოპ მეკარე ლივერპულში მიდის“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე