150 მილიონი ევრო - ლივერპულმა ვირცის საყიდლად თანხა გამოყო
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და ფლორიან ვირცი ყველაზე განხილვადი ფეხბურთელია.
გერმანელ ტალანტს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ. ყველაზე მეტი ლივერპულზე, ბაიერნზე და მანჩესტერ სიტიზე იწერება.
სულ ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ლივერპული მზად არის ლევერკუზენის ბაიერს ფლორიანის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაუხადოს. მერსისაიდული გრანდის ხელმძღვანელობამ აღნიშნული თანხა გამოყო. ჯერი ახლა თავად ფეხბურთელზეა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ვირცის გადაბირებით ბაიერნიც ინტერესდება. გავრცელებული ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ მზადაა, მის სანაცვლოდ 125 მილიონი გადაიხადოს, კიდევ 125 მილიონი კი ხელფასის სახით 5-წლიან კონტრაქტში გაწეროს.
ამასთანავე, „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო ზაფხულში კლუბს დატოვებს და „რეალს“ ჩაიბარებს. „სამეფო კლუბი“ ასევე დაინტერესებულია ვირცის შეძენით და გერმანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა ნაცნობ მწვრთნელთან მუშაობის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი.