„ახლა მისი ჯერია, რომ ისტორიაში შევიდეს“ - რონალდინიომ იამალზე ილაპარაკა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, „ბარსელონას“ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მილანის“ ყოფილი შემტევი, რონალდინიო მიიჩნევს, რომ ლამინ იამალს ისტორიაში შესვლა შეუძლია.
„მე და მესი უკვე შევედით ისტორიაში, ახლა ლამინ იამალის ჯერია, რომ იგივე გააკეთოს. ის, რასაც იამალი აჩვენებს ასეთ პატარა ასაკში, უბრალოდ დაუჯერებელია. მე მიყვარს ასეთ მოთამაშეებზე დაკვირვება - ისინი ფეხბურთს უკეთესს ხდიან. იმედი მაქვს, ის ისეთივე კარიერას გაიკეთებს, როგორსაც ჩვენ“, - თქვა რონალდინიომ.
კითხვაზე, კარგია თუ ცუდი, რომ იამალს მესის ადარებენ, მან უპასუხა:
„არასდროს არ მომწონდა მსგავსი შედარებები, რადგან ყველა ფეხბურთელს თამაშის თავისი სტილი აქვს. მთავარია, იამალს ხალხისთვის სიხარული მოაქვს ისე, როგორც მე და მესის. იმედი მაქვს, ისევე გააგრძელებს, როგორც ახლა თამაშობს“.
შეგახსენებთ, რომ ლამინი „ბლაუგრანას“ გაზრდილი გახლავთ, პირველ გუნდში დებიუტი კი 2023 წელს ჰქონდა. მიმდინარე სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 25 ასისტი მიითვალა.