ბარსელონა რაფინიას კონტრაქტს 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს | რომანო
რაფინია და „ბარსელონა“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.
ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, ბრაზილიელი ვინგერი კატალონიურ კლუბში 2028 წლის ივნისამდე ითამაშებს. მისი მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
რომანო ასევე წერს, რომ ხვალ „ბლაუგრანა“ ჰანსი ფლიკის განახლებულ ხელშეკრულებაზე გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ რაფინიას კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. მან „ბარსას“ შემადგენლობაში 56 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 25 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ ბრაზილიელი სუპერ ვარსკვლავი „ბლაუგრანაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა.