ლუის დიასი
Aa
Aa

N1 სამიზნე - ბარსელონას ლუის დიასის გაფორმება სურს

„ბარსელონამ“ „ლივერპულის“ ვინგერი, ლუის დიასი სატრანსფერო ბაზარზე ნომერ პირველ სამიზნედ დაისახა.

როგორც Diario Sport -ი წერს, 28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელის გაფორმება „ბლაუგრანას“ სპორტული დირექტორის, დეკუს დიდი ხნის ოცნებაა.

გარდა ამისა, დიასის კანდიდატურას მხარს უჭერს „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი. კლუბში დარწმუნებულები არიან მარცხენა ფლანგზე მოთამაშის ყიდვის აუცილებლობაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ცხრიანის როლსაც შეასრულებს.

როგორც მოსალოდნელია, ლუისის ტრანსფერი კატალონიურ კლუბს დაახლოებით 85 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დიასნა 35 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. ის „წითლების“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოსვლის დღიდან გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა“ - ლიზარაზუ კვარაზე და პსჟ-ზე
„მოსვლის დღიდან გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა“ - ლიზარაზუ კვარაზე და პსჟ-ზე