„ეს საღამო არასოდეს დამავიწყდება“ - ფლიკმა კლასიკო შეაფასა
ჰანსი ფლიკისთვის დღეს გამართულ „ელ კლასიკოს“ ორმაგი და ძლიერ ემოციური დატვირთვა ჰქონდა - გუშინ საღამოს „ბარსელონას“ გერმანელ დამრიგებელს მამა გარდაეცვალა, თუმცა მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პრინციპულ დაპირისპირებაში მარტო არ დატოვა და მათ ტრადიციულად სათადარიგო სკამიდან უხელმძღვანელა. „რეალთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ბლაუგრანას“ მესაჭეს ემოციების მოთოკვა უჭირდა.
ჰანსი ფლიკი
ეს საღამო და ეს მატჩი ჩემი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. „ბარსელონას“ თითოეულმა ფეხბურთელმა არაჩვეულებრივად იასპარეზა, რის გამოც უზომოდ ამაყი ვარ. ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად „რეალის“ დამარცხებით ჩემპიონის ტიტული მოპოვება დაუვიწყარ ემოციებთან არის დაკავშირებული. ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, თავს იდეალურად ვიცავდით და ორი ეფექტური გოლიც გავიტანეთ.
ცნობისათვის, ჰანსი ფლიკი ბოლო 10 წლის განმავლობაში მეორე მწვრთნელია, რომელმაც ლა ლიგაში ტიტულის დაცვა მოახერხა - ბოლოს ეს ლუის ენრიკემ გააკეთა, რომელმაც „ბარსელონაში“ მუშაობისას ესპანეთის ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ, 2015 და 2016 წლებში იზეიმა.