სამივე გიორგიმ ითამაშა - მეცი ლორიანთან განადგურდა
საფრანგეთის ლიგა 1-დან ქვედა დივიზიონში „მეცი“ წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ოფიციალურად დაქვეითდა, რის გამოც უმოტივაციოდ არის დარჩენილი, თუმცა ამ გუნდისგან საკუთარ სტადიონზე ასევე უმოტივაციოდ მყოფ „ლორიანთან“ 0:4 განადგურებას ნამდვილად არავინ ელოდა. შეხვედრაში სამივე ქართველმა გარკვეული სათამაშო დრო მიიღო, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა სიტუაციის შეცვლა ვერ მოახერხა.
გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქვილითაია იყო, თუმცა მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია.
სხვათა შორის, ქვილითაია შესვენებამდეც აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში თანაგუნდელს თავით ბურთი კარგად დაუგდო, თუმცა მეცელებმა გოლით ვერც ეს მომენტი ვერ დააგვირგვინეს. ძირითადში იყო და სრულად იასპარეზა გიორგი წიტაიშვილმა, ხოლო გიორგი აბუაშვილი ცვლილებაზე პირველივე ტაიმში მძიმედ დაშავებული ნათან მბალას ნაცვლად გამოჩნდა.
ცნობისათის, ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში „მეცი“ სტუმრად „ნიცას“ შეხვდება - თამაში 17 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.