ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„მგონი, ისევ ჩემპიონი ვხდები“ - დუ პლესი ჩიმაევის მარცხს გამოეხმაურა

აქამდე დაუმარცხებლად მოასპარეზე ხამზატ ჩიმაევის მიერ განცდილმა კრახმა UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში ბევრი რამ შეცვალა. თუ აქამდე ხამზატის უძლეველობის შესახებ მითი არსებობდა, ახლა მას ყველა ჩვეულებრივ მეტოქედ აღიქვამს და ვისაც არ ეზარება, ყველა მუქარას უგზავნის. ჩიმაევმა ჩემპიონობა რამდენიმე თვის წინ დრიკუს დუ პლესის უშანსოდ ძლევით მოიპოვა და თბილისის დროით დღეს გამთენიისას, შონ სტრიკლენდთან წაგების შემდეგ დაკარგა. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკელმა ყოფილმა ჩემპიონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

დრიკუს დუ პლესი

ჩხუბი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ვიწინასწარმეტყველე. სტრიკლენდი უბრალოდ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მისი მიწაზე გაკონტროლება ურთულესი საქმეა და შონმა ჩიმაევი უბრალოდ დაღალა. ეს ზუსტად ასე იყო - მან ის გაუკეთა ჩეჩენ მებრძოლს, რისი გაკეთებაც მე ვერ შევძელი. საქმეს ისეთი პირი უჩანს, მგონი საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გავხდები.

ცნობისათვის, დრიკუს დუ პლესიმ UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული 2024 წლის 20 იანვარს სწორედ შონ სტრიკლენდთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვების შედეგად მოიპოვა, ხოლო 2025 წლის 9 თებერვალს იმავე სტრიკლენდს ამჯერად უკვე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და მასთან სწორედ ეს ზედიზედ ორი მოგება აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დგომში ხამზატს შანსი არ ექნება“ - დუ პლესის სტრიკლენდის გამარჯვების სჯერა
„დგომში ხამზატს შანსი არ ექნება“ - დუ პლესის სტრიკლენდის გამარჯვების სჯერა