დენიელ კორმიე
Aa
Aa

„მახაჩევს თოფურიასი არ ეშინია“ - დენიელ კორმიე

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ამჟამად კი კომენტატორი დენიელ კორმიე მიიჩნევს, რომ ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან არ იჩხუბებს.

„ისლამს თოფურიასთან ჩხუბის შეეშინდა? ასე არ ვფიქრობ. ისლამს საერთოდ არაფრის ეშინია. ყველას ახსოვს, რა მოხდა, როდესაც მახაჩევი ვოლკანოვსკის ეჩხუბებოდა. ამ გამარჯვებებს ფასი დაეკარგა, იმიტომ რომ ვოლკანოვსკი ახლაც ქვემსუბუქ წონაში ჩხუბობს.

ასე რომ, როდესაც თოფურიამ წონაში ასვლა გადაწყვიტა და ისლამთან ჩხუბი მოისურვა, მახაჩევმა უარი უთხრა. საქმე ის კი არაა, რომ თოფურიასთან ბრძოლა არ უნდა. თოფურია რომ მსუბუქწონოსანი ყოფილიყო, ისლამი მასთან იჩხუბებდა“.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ბელალ მუჰამედი ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდა და საჩემპიონო ქამარს დაემშვიდობა, ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და დელა მადალენასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

ამასთანავე, მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლაში UFC-მ ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირა. ამ სატიტულო ჩხუბს მაყურებელი 28 ივნისს (თბილისის დროით 29 ივნისს), UFC 317-ზე იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა
„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა