შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში - კასპში საქართველოს 2025 წლის ჩემპიონატი გაიმართა
Aa
Aa

შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში - კასპში საქართველოს 2025 წლის ჩემპიონატი გაიმართა

4-5 ივლისს ქალაქ კასპის ახალ სპორტკომპლექსში ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის თაოსნობით გაიმართა საქართველოს 2025 წლის ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში. ჭიდაობა 5-წონით კატეგორიაში  ჩატარდა - 60კგ, 70კგ, 80კგ, 90კგ, +90კგ.

შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლები იღებდნენ. ძალები ასამდე(97-მა) მონაწილემ მოსინჯა. გამარჯვებულები წონითი კატეგორიის მიხედვით არიან:

60კგ.

| - ჯაბა პაპინაშვილი (კასპი)

|| - დავით სიგუა (თბილისი)

||| - გიორგი ჯოჯიშვილი (ახალგორი)

70კგ.

| - იპოლიტე აქუბარდია (აფხაზეთი)

|| - გიორგი ლურსმანაშვილი (ქარელი)

||| - გიგი მრელაშვილი (ახმეტა)

80კგ.

| - ლუკა წიკლაური (მცხეთა)

|| - ერეკლე ოძელაშვილი (თბილისი)

||| - ზურაბ ჭიღლაძე (გორი)

90კგ.

| - გიორგი კაციაშვილი (კასპი)

|| - ბაქარ ერაშვილი (კასპი)

||| - გიორგი გელაშვილი (ხაშური)

+90 - აბსოლუტური

| - საბა ინანეიშვილი (ქუთაისი)

|| - უჩა ტაბატაძე (ზესტაფონი)

||| - ირაკლი დემეტრაშვილი (კასპი)

როგორც ხედავთ გამარჯვებულთა დიდი ნაწილი საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები არიან. აქედან გამომდინარე შეჯიბრებამ საკმაოდ კონკურენტულ გარემოში წარიმართა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ჭიდაობა გახლავთ ბოლო ნომინანტი საქართველოდან, რომელიც "იუნესკოს" მიერ არამატერიალურ,  კულტურული,  მემკვიდრეობით ნუსხაშია შესული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები