ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ბოლო ორ ბრძოლაში მალე დაიღალა“ - ოლივეირა მახაჩევს დივიზიონის შეცვლას უწონებს

ისლამ მახაჩევის მსუბუქიდან ქვესაშუალო წონით დივიზიონში გადასვლამ როგორც გულშემატკივრებს, ასევე UFC-ის მებრძოლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუმცა, ბუნებრივია, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესო მოსასმენი უნდა იყოს მისი ერთ-ერთი და ახლა უკვე ყოფილი კონკურენტის ჩარლზ ოლივეირას შეფასება, რომელიც თვენახევარში საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურიას დაუპირისპირდება.

ჩარლზ ოლივეირა

მახაჩევი ძალიან ჭკვიანი და ძლიერი მებრძოლია, რომელსაც ქვესაშუალო წონაში გადასვლა დიდი ხნის განმავლობაში სურდა და ამ შანსს ელოდა. მჯერა, ახალ წონაშიც ის ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც აქამდე იყო. მსუბუქ წონაში ბევრი მოძრაობაა საჭირო და ბოლო ორ ბრძოლაში თითქოს ისლამი ადვილად იღლებოდა, რის გამოც მგონია, რომ ზედა დივიზიონში ასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება მის მომავალ მეტოქეს - ჯეკ დელა მადალენა საშიში მოწინააღმდეგეა, რომელიც ჩინებულად მოძრაობს და შესანიშნავად იცავს თავს თეიქდაუნებისგან. მათ შორის უშეღავათო ორთაბრძოლა იქნება, მაგრამ ვფიქრობ ისლამი ჯეკს გაუმკლავდება.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ისლამ მახაჩევმა სწორედ ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა, რომელიც საბმიშენით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საერთოდ არ ვნერვიულობ“ - ჯონსი ქამრის შესაძლო ჩამორთმევაზე
„საერთოდ არ ვნერვიულობ“ - ჯონსი ქამრის შესაძლო ჩამორთმევაზე