„უმარის წინააღმდეგ მერაბის ტემპმა მეც დამღალა“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჯეისონ მილერმა Helen Yee Sports-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა გაიხსენა და „ქართველი მანქანა“ კიდევ ერთხელ შეაქო.
რას ამბობს მილერი:
„მერაბის და უმარის ბრძოლა სასტიკი იყო! მერაბმა მოწინააღმდეგეს ისეთი ტემპი შესთავაზა, რომ მეც კი დამღალა. ტელევიზორის წინ ვიჯექი და ვამბობდი - „ძმაო, ბენზინის ავზი დამეცალა...“ ეს ბიჭი წარმოუდგენლად მუშაობს. მისი ბრძოლით უმარიც დაიბნა. ალბათ ფიქრობდა - „ეს რა ჯანდაბაა? აქამდე ასეთ ტასმანიელ ეშმაკთან არასდროს მიჩხუბია...“
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 2024 წლის სექტემბერში, შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ გახდა, ჩემპიონის ქამარი კი 2025 წლის იანვარში, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა. „ქართველი მანქანა“ ტიტულს მეორედ ამჯერად შონ ომალის წინააღმდეგ, 8 ივნისს დაიცავს.