ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„აუცილებლად დავაფინიშებ“ | ოლივეირა დარწმუნებულია, რომ ილიას დაამარცხებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს. „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება და „დუ ბრონქსი“ დარწმუნებულია, რომ მეტოქეს დააფინიშებს.

„ჩემი და ილიას ჩხუბი შესანიშნავი ორთაბრძოლა იქნება. თოფურია ბრწყინვალე მებრძოლია, მე კი არავისთვის მაქვს დასამტკიცებელი თუ რას წარმოვადგენ და ამ სპორტში რა გამიკეთებია. უდიდესი შანსი მივიღე და სიმართლე ისაა, რომ ამ ბიჭს აუცილებლად დავაფინიშებ“.

ცნობისთვის, ოლივეირას კარიერაში 35 გამარჯვება და 10 მარცხი აქვს. „დუ ბრონქსმა“ 21-ჯერ მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით მოიგო, 10-ჯერ ნოკაუტით, ხოლო 4-ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მისი 10 წაგებიდან 4 ნოკაუტით იყო, 4 მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით, 2 მსაჯების გადაწყვეტილებით.

თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც ლას-ვეგასში, თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება. ბუკმეკერები „ელ მატადორს“ გამოკვეთილ ფავორიტად თვლიან და მათ პოზიციას სუპერ მსუბუქი წონის ექს-ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგიც იზიარებს. მისი თქმით, ოლივეირა ბევრ მეტოქეს დაუნოკდაუნებია და მათგან განსხვავებით, ილიას ბევრად ძლიერი დარტყმები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნერვებზე ვიყავი და რობსონს ტელეფონი ვესროლე | ქეცბაიამ ინგლისური ამბები გაიხსენა
ნერვებზე ვიყავი და რობსონს ტელეფონი ვესროლე | ქეცბაიამ ინგლისური ამბები გაიხსენა