გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის რეკორდი | ქართველმა ესპანეთში ისტორია დაწერა

„ლაგუნა ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა. ამის შესახებ „ლიგა ენდესას“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

32-ე ტურში შერმადინის გუნდმა „ფორცა ლეიდას“ 84:72 მოუგო, ქართველმა კალათბურთელმა კი 19 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ შერმადინმა 9 საჯარიმო ისროლა და 9-ვე ჩააგდო. ამ სტატისტიკით შერმადინმა ცენტრებს შორის „ლიგა ენდესას“ რეკორდი დაამყარა, ვინაიდან მის ანგარიშზე ზედიზედ ჩაგდებული 52 საჯარიმო სროლაა.

ბოლოს ქართველმა კალათბურთელმა საჯარიმო სროლა 16 მარტს, „ბილბაოსთან“ შეხვედრაში გააცუდა. მას შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის ორგზის MVP საჯარიმო ხაზიდან უნაკლოდ ისვრის.

ცენტრებს შორის ასეთი მაჩვენებელი არავის დაუფიქსირებია, ყველაზე ახლოს კი ჯო კოპიცკი იყო, რომელმაც 1988 წელს ზედიზედ 42 საჯარიმო ჩააგდო. 63 ზუსტი სროლა - ასეთია შერმადინის თანაგუნდელის, მარსელინიო უერტასის მიღწევა, რომელიც მას 2021 წელს ჰქონდა.

რაც შეეხება ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებლებს, 2002 წელს „გრანადას“ კალათბურთელმა ზედიზედ 70 საჯარიმო ჩააგდო, 2019 წელს კი ეს მიღწევა რაიან ტულსონმა („ბაქსი მანრესა“) გაიმეორა. ახლა ისტორიის გადაწერა შერმადინს შეუძლია, ამისთვის კი ქართველმა ზუსტად მომდევნო 18 საჯარიმო უნდა ისროლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძიმე ტრავმის შემდეგ - ბოლდუინი დაბრუნდა და ბარსასთან მოიგო
მძიმე ტრავმის შემდეგ - ბოლდუინი დაბრუნდა და ბარსასთან მოიგო