ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ხოაკინ ბაკლი: მახაჩევისთვის ყველაზე ცუდი კოშმარი გავხდები

UFC-ის ამერიკელი მებრძოლი, ხოაკინ ბაკლი მახაჩევის მიერ დივიზიონის შეცვლას გამოეხმაურა. 
 
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ბელალ მუჰამედი ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდა და საჩემპიონო ქამარს დაემშვიდობა, ისლამმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და ჯეკ დელა მადალენასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„ისლამთან კავშირი არასდროს არ მქონია, მაგრამ თუ ოდესმე ბრძოლაში შეგვახვედრებენ, ის ჩემზე ბევრ რამეს გაიგებს. მას გარკვეულ მეტოქეებთან უჭირდა, რომლებმაც მის სტილში სისუსტეები გამოავლინეს. მე გავხდები მისთვის ყველაზე ცუდი კოშმარი და არა ჯეკ დელა მადალენა. დელა მადალენას ბევრი სუსტი ადგილი აქვს, რითაც ისლამმა შეიძლება ისარგებლოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოლბი კოვინგტონს გავუკეთე და რასაც გავუკეთებ კამარუ უსმანს, ხაბიბ ნურმაგომედოვიც კი იტყვის, რომ ქვესაშუალო წონაში გადასვლა ისლამისთვის ცუდი იდეაა“, - თქვა ბაკლიმ.

შეგახსენებთ, რომ ხოაკინი უსმანს 15 ივნისს გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წაგება განათებას დააბრალა | შონ ომალის მწვრთნელის უცნაური მიზეზი
წაგება განათებას დააბრალა | შონ ომალის მწვრთნელის უცნაური მიზეზი