რონალდუს 935-ე გოლი კარიერაში - ალ ნასრიმ ალ ხალიჯს მოუგო
საუდის არაბეთის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრიმ ალ ხალიჯს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
გამარჯვებაში თავისი წვლილი, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუმაც შეიტანა, რომელმაც მეტოქეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუტანა.
ანგარიში 75-ე წუთზე დურანმა გახსნა, თუმცა იქამდე, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს შეეძლო გატანა. ვეტერანმა თავდამსხმელმა პენალტი ვერ გამოიყენა.
ცნობისთვის, ეს გოლი კრიშტიანუს კარიერაში რიგით 935-ე იყო, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე ერთად 35-ე. რონალდუს 35 გოლის გასატანად 40 მატჩი დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ალ ნასრის სატურნირო ცხრილში 67 ქულა დაუგროვდა და ლიდერ ალ იტიჰადს 13 ქულით ჩამორჩება. სტეფანო პიოლის გუნდმა ვერც ამ სეზონში მოახერხა ჩემპიონობა.