კევინ დე ბრუინი, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

ნაპოლი დე ბრუინის გასაფორმებლად ემზადება - პირველადი შეთანხმება მიღწეულია

კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ თავისი ისტორია დაასრულა და გუნდს უკვე გამოემშვიდობა. ბელგიელის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე ინტერესი დიდია და არის შანსი, რომ მან ევროპა ჯერ არ დატოვოს და უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წელი ითამაშოს.

ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ „ნაპოლი“ დე ბრუნის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული.

„ნაპოლის აქვს ოცნება კევინ დე ბრუინთან დაკავშირებით. გუშინ მანჩესტერ სიტიში მისი ისტორია დაიხურა. ის გულშემატკივრებს დაემშვიდობა. ნეაპოლელებს კი ახლა აქვთ შანსი, რომ ბელგიელი გადაიბირონ. მაგიდაზე მნიშვნელოვანი შეთავაზება დევს.

კლუბი მზადაა ფეხბურთელის ინტერესის შემთხვევაში ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყოს. პარტენოპეის გარდა დე ბრუინით ემელესის ჩიკაგო ფაიარსი ინტერესდება. ფეხბურთელი ოჯახთან ერთად საბოლოო არჩევანს გააკეთებს.

ამ მომენტისთვის კევინის მიმართ ინტერესი ტურინის იუვენტუსსაც აქვს, მაგრამ დღემდე, მხოლოდ ნაპოლი არის კლუბი, რომელიც ბელგიელისთვის ბრძოლაში ყველაზე წინაა“.

- ამბობს ფაბრიციო რომანო.

დე ბრუინის შესაძლო ტრანსფერზე მორიგი ინფორმაცია გაავრცელა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ:

„ახლა ნაპოლის ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ იოცნებოს. ფეხბურთელთან უკვე მიღწეულია ძირითადი შეთანხმება, რომელიც ანაზღაურებასა და კონტრაქტის ხანგრძლივობას მოიცავს. საუბარია წლიურად 10 მილიონ ევროზე. ეს იქნება 2+1 სისტემა.

პირველი ორი სეზონის განმავლობაში დე ბრუინი წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს, მესამე წელს კი ოდნავ ნაკლებს. ასეთი პირობები ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. ნაპოლი ამ შეტევის განსახორციელებლად მზადაა და ეს გადამწყვეტი დღეები იქნება. ინტერესი იუვენტუსსაც აქვს, მაგრამ ნეაპოლელები ლიდერობენ“.

33 წლის დე ბრუინი (28 ივნისს 24-ის ხდება) 31 ივნისიდან ოფიციალურად თავისუფალი აგენტი ხდება და „ნაპოლი“ მას უფასოდ გაიფორმებს. ჯერჯერობით უცნობია რა სურს ბელგიელს - ევროპაში დარჩენა, თუ ამერიკა ან საუდის არაბეთი. როგორც ჩანს, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეფესავით პოდკასტი - თემურ ქეცბაია
მეფესავით პოდკასტი - თემურ ქეცბაია