კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ესპანეთში მკურნალობს - რონალდუს ტრავმა მოსალოდნელზე რთული გამოდგა

„ალ-ნასრის“ თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ - ამის შესახებ საუდური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა განაცხადა.

შაბათს, საუდის არაბეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში, „ალ-ნასრმა“ „ალ-ფეიჰა“ დაამარცხა (3:1). რონალდუ 81-ე წუთზე შეცვალეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აქვს.

„ბოლო მატჩში რონალდუმ მოედანი კუნთის ტრავმის ჩივილით დატოვა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით და ის დასვენებასა და რეაბილიტაციას საჭიროებს.

კრიშტიანუ ესპანეთში გაემგზავრა, ისევე როგორც სხვა მოთამაშეები, რომლებიც მკურნალობას ტრავმის შემდეგ გადიოდნენ. მისი მდგომარეობა მადრიდში, პირად თერაპევტთან მკურნალობას მოითხოვდა. იმედი გვაქვს, რომ ის მალე დაბრუნდება და გუნდს დაეხმარება“,

- განაცხადა ჟეზუშმა.

3 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუს კერძო თვითმფრინავმა საუდის არაბეთი ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე დრონების თავდასხმის შემდეგ დატოვა და მადრიდში გაფრინდა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ისლამურმა რესპუბლიკამ საპასუხო დარტყმები განახორციელა ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და სხვა ობიექტებზე ისრაელში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები