არაბული მედია: ალ ნასრი რონალდუს შვილის პირველ გუნდში დაწინაურებას განიხილავს
არაბულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალ ნასრი მომავალი სეზონიდან რონალდუ ჟუნიორის პირველ გუნდში დაწინაურებას განიხილავს.
წყაროს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიიღება, როდესაც შეფასდება მოთამაშის დონე და ის თუ, რამდენად შეუძლია გუნდს ტექნიკურად დაეხმაროს.
ამავდროულად, კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტი კლუბთან კიდევ ერთი სეზონით გრძელდება და ხელმძღვანელობას სურს, რომ ის მომავალ სეზონშიც დარჩეს და მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი დიდი პოპულარობით სარგებლობს ალ-ნასრის გულშემატკივრებში და თავად ფეხბურთელსაც სურს თავისი მაღალი დონის თამაშები ტიტულებად და გამარჯვებებად გადააქციოს.
ამ ეტაპზე ალ-ნასრი 76 ქულით საუდის არაბეთის ჩემპიონატის ცხრილს ლიდერობს და აქტიურად იბრძვის ჩემპიონობისთვის.
რაც შეეხება კრიშტიანუს, მას მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 26 გატანილი გოლი დაუგროვდა.