„საინტერესოა, გადმოჰყვება თუ არა ილიას მისი სტილი მსუბუქ წონაში“ - ბენეილ დარიუში
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ამერიკელმა მებრძოლმა, ბენეილ დარიუშმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის დაგეგმილ ჩხუბზე ისაუბრა.
„ამ ჩხუბში ფავორიტი მებრძოლი არ მყავს. მინდა, საუკეთესო მებრძოლმა გაიმარჯვოს. საინტერესოა, გადმოჰყვება თუ არა ილიას მისი სტილი ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქში, იმიტომ რომ აქ სულ სხვა ფიზიკური მონაცემები და სულ სხვა ზეწოლაა.
შეძლებს ილია ასეთივე ზეწოლის განხორციელებას მსუბუქ წონაში? შეძლებს მსუბუქი წონის მებრძოლების გრეპლინგთან გამკლავებას? ვფიქრობ, შეძლებს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამის ნახვა, განსაკუთრებით ისეთი ფანტასტიკური მებრძოლის წინააღმდეგ, როგორიც ჩარლზ ოლივეირაა“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.
ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება.