ბრძოლა სეზონის MVP-ისთვის | შენგელია სამეულშია
თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის. ქართველი კალათბურთელი ფინალისტებს შორის გახლავთ.
ცნობისთვის, პირველ ეტაპზე გამოკითხვა სერია ა-ს 16 კლუბის მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და დირექტორებს შორის შედგა. მონაწილეობა ასევე ჟურნალისტებმაც მიიღეს.
მეორე ეტაპზე უკვე 5 მოთამაშე იყო დარჩენილი. ხმა მხოლოდ გულშემატკივრებმა მისცეს და ფინალისტები გამოავლინეს.
2024/2025 წლების სეზონი საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის შენგელიასთან ერთად მირო ბილანი)ბრეშა) და ჯასტინ რობინზონი(ტრაპანი) იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა თორნიკე შენგელია მომავალ სეზონში ბარსელონაში გადავიდეს.