ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ჟან სილვა
Aa
Aa

„თოფურია უნაკლო მებრძოლი არაა“ | რა თქვა ჟან სილვამ ილიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჟან სილვამ ილია თოფურიაზე ისაუბრა. ბრაზილიელი „ელ მატადორისა“ და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თოფურია უნაკლო მებრძოლი არაა.

„ილიას მძლავრი თეძოები აქვს, მაგრამ როდესაც ძლიერ ჰუკებს უშვებს, მეტოქისკენ ტრიალდება და მას ზურგს აძლევს. ბრაის მიტჩელთან ჩხუბისას, ეს რამდენჯერმე მოხდა. მის ჩხუბში არის მომენტები, როდესაც დაცვას საერთოდ ივიწყებს, რის გამოყენებაც შეიძლება.

არ მინდა, მასზე ცუდად ვისაუბრო, მაგრამ ნახეთ, ჩემი და მიტჩელის დაპირისპირება. ილიაზე ბევრად კარგად ვიჩხუბე. როგორც ადრე აღვნიშნე, იდეალურად შემიძლია, თოფურიას იმიტაცია გავაკეთო და თუ ოლივეირას დასჭირდა, დასახმარებლად მზად ვარ. რა თქმა უნდა, თუ ჩარზლის საუკეთესო ვერსია გავიდა ოქტაგონზე, თოფურია დამარცხდება, მაგრამ რატომ არ უნდა გამოიყენო ყველა იარაღი, რომელიც შენს ხელშია? აქ ვარ და მზად ვარ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთად უნდა გვეთამაშა და კონკურენტები გაგვხადეს“ - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
„ერთად უნდა გვეთამაშა და კონკურენტები გაგვხადეს“ - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა