ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, დინო ძოფი
Aa
Aa

„ეს სასწაული იქნება“ | დინო ძოფი ნაპოლიზე, კონტესა და კვარაზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, დინო ძოფმა სერია ა-ში ბოლო ტურის წინ შექმნილ ვითარებასა და „ნაპოლის“ ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ ჩემპიონობის შანსები ყველაზე მაღალია. ერთი თამაში დარჩა, ისინი ერთი ქულით წინ არიან. ანტონიო კონტემ იცის, როგორ გაუმკლავდეს ზეწოლას. ასეთი მწვრთნელის ყოლა არის იმის გარანტია, რომ ყველა ფეხბურთელი „კალიარისთან“ მატჩზე იფიქრებს და ფსიქოლოგიურად მზად იქნება.

შეხედეთ, რომელ ადგილზე იყო „ნაპოლი“ შარშან ბოლოსწინა ტურში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა მოხდა იანვარში: კონტემ ხვიჩა კვარაცხელია დაკარგა. ამიტომ, თუ ისინი ჩემპიონები გახდებიან, ეს სასწაული იქნება“.

როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ იანვარში დატოვა და „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდა. „პარტენოპეი“ მის შემცვლელად რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავდა, თუმცა ვერცერთი მათგანის გადაბირება ვერ შეძლო და საბოლოო ჯამში „მილანიდან“ იჯარით ნოა ოკაფორი დაიმატა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო ტურის წინ „ნაპოლი“ „ინტერს“ ერთი ქულით უსწრებს. პარასკევს „ნაპოლი“ შინ „კალიარის“ მიიღებს, „ინტერი“ კი „კომოს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი ამ გამოკითხვაშიც პირველზეა | Sky Austria სეზონის მოთამაშეს ავლენს
კიტეიშვილი ამ გამოკითხვაშიც პირველზეა | Sky Austria სეზონის მოთამაშეს ავლენს